მეკლდეურობა

მეკლდეურობა

 

მეკლდეურობა

სპორტის სწავლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლემ გააცნობიეროს ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობა, ჩაებას ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შეუწყოს ხელი საკუთარ ფიზიკურ განვითარებას.
სპორტის სწავლების საბაზო და საშუალო საფეხურების მიმართულებებია:
1. ჯანმრთელობა და უსაფრთხოება;
2. მოძრაობა და მოტორული უნარ-ჩვევები;
3. აქტიური მონაწილეობა სპორტში.
სპორტის სათამაშო სახეობებია: ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი. სპორტული სახეობების დაუფლების შესაძლებლობის მიხედვით მოსწავლეები ეცნობიან შესაბამისი სავარჯიშო კომპლექსების მოდიფიკაციას. აქტიურად მონაწილეობენ სასკოლო, რაიონულ და სხვა სპორტულ შეჯიბრებებში.
გარდა ამისა, სკოლის ბაზაზეა ხელოვნური საცოცი კედელი და მსურველი მოსწავლეები ჩართული არიან მეკლდეურობის ჯგუფში. ისინი გადიან სპეციალურ მომზადებას და შემდგომ იღებენ მონაწილეობას აღნიშნული სახეობის ყველა შეჯიბრში.