26 სექტემბერს, სკოლა ,,ლილეს” მოწვევით სკოლის IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ლექცია პროფ.ორიენტაციაზე, კარიერის დაგეგმვასა და მის სწორად შერჩევაზე. ლექცია-ტრენინგი ჩაატარა ,,კარიერის დაგეგმვის ცენტრის” დამფუძნებელმა, ფსიქოლოგმა მერი ტარიელაშვილმა. ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება გაეგოთ და ნათლად დაენახათ თუ რა სირთულეებთანაა დაკავშირებული პროფესიის სწორად არჩევა. ,,კარიერის დაგეგმვის ცენტრი” აქტიურად მუშაობს მოსწავლეების განვითარებაზე. ცენტრი ბავშვებს ეხმარება გაეცნონ ამა თუ იმ პროფესიას, ნახონ ამა თუ იმ დარგის ლიდერ კომპანიებში მომუშავე პროფესიონალების სამუშაო გარემო და მოირგონ მათი როლი.  სკოლა ,,ლილეს” მოსწავლეები ორი წელია აქტიურად ერთვებიან ცენტრის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კურსში, იღებენ ცოდნას, გამოცდილებას და წარმატებას.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *