ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

მეგობრული და სასიამოვნო გარემო, პროფესიონალი მასწავლებლები (სერთიფიცირებული), სწავლების უმაღლესი ხარისხი, ყველა დისციპლინის გაძლიერებული სწავლება, კომპიუტერი შესწავლა, გახანგრძლივებული დღის რეჟიმი, კვება, ტრანსპორტით მომსახურება.

ჩვენი მისია

სკოლის მიზანია თავისუფლად მოაზროვნე თაობების აღზრდა. თითოეული მოსწავლის ინტერესსა და შესაძლებლობებზე, სწავლების შედეგებსა და უნარ-ჩვევებზე ორიენტირება, მოსწავლეთა დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის ხელშეწყობა და პატივისცემა; ტოლერანტობის, მორალური, ზნეობრივი და ჯანსაღი ქცევის ნორმების დამკვიდრება, საინფორმაციო ტექნოლოგიური საშუალებების პრაქტიკულად გამოყენების უნარ-ჩვევებსა და პრაგმატულად მოაზროვნე პიროვნებების ჩამოყალიბებაზე პასუხისმგებლობა.
სკოლა უზრუნველყოფს სპორტულ-გამაჯანსაღებელი (მეკლდეურობა, ფეხბურთი) ცეკვისა და ხატვის წრის ფუნქციონირებას.
სკოლის დირექცია რეგულარულად ატარებს სასწავლო-სააღმზრდელო პროცესსა და გარემოზე მუდმივ მონიტორინგს, აგროვებს და ითვალისწინებს შენიშვნებსა და წინადადებებს.
შ.პ.ს. ,,ლილე” კერძო სკოლის მთავარი მიზანია: აღზარდოს ,,ეროვნული სასწავლო გეგმის” მოთხოვნათა შესაბამისად ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კონკურენტუნარიანი მომავალი თაობა.
სკოლას აქვს ყველა პირობა, შექმნას ხელსაყრელი გარემო ეროვნული და ზოგადსაკაცობრიობო ღირებულების მატარებელი თავისუფალი პიროვნებების ჩამოყალიბებისათვის. სკოლის კურს დამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში.

ჩვენ შესახებ

კერძო მრავალპროფილიანი საშუალო სკოლა ,,ლილე“ დაარსდა 1995 წელს და 23 წელია ფუნქციონირებს და ღებულობს მოსწავლეებს I-XII კლასში. სკოლა გამოირჩევა მუშაობის გუნდური პრინციპით და ოჯახური თბილი გარემოთი. სკოლა არის მრავალპროფილიანი, რაც გულისხმობს ყველა დისციპლინის გაძლიერებულად, გაღრმავებულად სწავლებას. სკოლა ფუნქციონირებს თანამედროვე ოთხსართულიან შენობაში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. სკოლაში დანერგილია აპრობირებული თანამედროვე სასწავლო მეთოდები, რაც განაპირობებს მოსწავლეთა ხარისხიან განათლებას და ერუდიციას. მოსწავლეები ჩართული არიან შემოქმედებით მუშაობაში.
ჩვენთან სწავლება სამივე საფეხურზე მიმდინარეობს: დაწყებითი ( 1-6), საბაზო ( 7-9) და საშუალო ( 10-12) საფეხური. ისწავლება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგანი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უცხოურ ენებსა და მათემატიკას. ინგლისური ენის შესწავლა პირველი კლასიდან იწყება, ხოლო რუსულის – მესამე. უცხოურ ენებში კლასი იყოფა ორ ჯგუფად (თუ მოსწავლეთა რაოდენობა არის 16 და მეტი).
სასწავლო პროცესი მიმდინარეობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემოთავაზებული უახლესი მეთოდების გამოყენებით. სკოლაში სისტემეტიურად იმართება სხვადასხვა სამეცნიერო და ისტორიული ფილმების ჩვენება, ვიქტორინები, გამოფენები, რეფერატებისა და კონფერენციების საჯარო პრეზენტაციები. იმართება გასვლითი ღონისძიებები თეატრებში, მუზეუმებსა და სხვა ღირშესანიშნავ ადგილებში.

აქ დაგხვდებათ:

მეგობრული და სასიამოვნო გარემო, პროფესიონალი მასწავლებლები (სერთიფიცირებული), სწავლების უმაღლესი ხარისხი, ყველა დისციპლინის გაძლიერებული სწავლება, კომპიუტერი შესწავლა, გახანგრძლივებული დღის რეჟიმი, კვება, ტრანსპორტით მომსახურება.
წრეები: ქართული ხალხური ცეკვა, ხატვა.
სპორტული სექტორი: სამთო ტურიზმი, მეკლდეურობა, ფეხბურთი.

სრული ტექსტი