ცეკვის წრე

ცეკვის წრე

ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,ვარძია“ თავისი არსებობის 15 წელს ითვლის. ბევრი წარმატებული ახალგაზრდა გამოზარდა ანსამბლმა, რომლებიც დღესაც აქტიურად აგრძელებენ საქმიანობას და ამშვენებენ დიდ სცენას. ,,ვარძია“ აქტიურადაა ჩაბმული საქართველოს მასშტაბით გამართულ ოლიმპიადებსა და კონკურსებში. სისტემატურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ფესტივალებზე.

ანსამბლ ,,ვარძიას“ მინიჭებული აქვს სანიმუშო სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლის წოდება. არაერთგზითაა დაჯილდოვებული I  ხარისხის დიპლომებითა და ოქროს მედლებით. 2013 წელს ანსამბლი ,,ვარძია“ ბულგარეთში, ქ. ვარნაში გამართულ კონკურსზე ,,გრამ-პრის“ მფლობელი გახდა.

ანსამბლს ხელმძღვანელობს ქართული კულტურისა და ქორეოგრაფიის ამაგდარი ჯემალ ნათენაძე, რომელსაც გვერდს უმშვენებს მშვენიერი და გრაციოზული ქორეოგრაფი მაია ქისტაური.