ხატვის წრე

ხატვის წრე

 

სკოლა ლილესთან არსებული სამხატვრო წრე მე-6 წელია ფუნქციონირებს. ჩვენი მოსწავლეები მონაწილეობდნენ სხვადასხვა გამოფენებში, სადაც მიიღეს დიპლომები და სიგელები. გვყავს კონკურსის გამარჯვებულებიც, რომლებიც პარიზში გაემგზავრებიან დაჯილდოებაზე.
ჩვენი მიზანია შევასწავლოთ ბავშვებს როგორც ფერწერა, ასევე გრაფიკა და კომპოზიცია. ისინი უკეთ აღიქვამენ ფორმებს, მარტივი ხერხებთ აგებენ კომპოზიცას, სწავლობენ ფერების შედგენას და შეხამებას, ასახავენ სივრცეს, ფორმებზე ანაწილებენ შუქ-ჩრდილებს და აძლევენ მოცულობას. წარმატებული წელი ჩვენს პატარა მხატვრებს.